ზედაშე იყო თაფლივით ტკბილი,
ნაგაზი იწვა ტაძრის ეზოში,
ზამთრის მზე იყო ისეთი თბილი,
ვერ გაებედათ ქარებს დებოში.
ასე მეგონა, ბუდე დავკარგე,
ჩიტი ვიყავი - კაცად ქცეული,
მთების ფერდობზე ყინვის ნაქარგებს,
კალთები ჰქონდათ ჩამორღვეული.
აი, ღრუბელმაც არაფერი თქვა,
გამოებერა რუხი ლოყები,
ფრთები დავკარგე, არაფერი სხვა...
როგორ დავკარგე, მერე მოვყვები.
2011.
გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურ. "ჩვენი მწერლობა"