ნოემბერში

სოსანისფერი ჩრდილები ბაღში,
ლალივით ვაშლი, ქარვა-ქლიავი,
ფარშევანგივით ჭრელ ფოთლებს აშლის,
ფერად სამკაულს მოკრებს ნიავი.
ძირს ჩამოყრილი ტოტები ხმელი……
ზოგან კუნძია, ზოგან მორია,
ცისკრის ზარების მომწყურდა ხმები
ტაოსკარამდე ძალზე შორია.

 

 

2003 წ.

დაბ. მნათობში N1 2006 წ. და წიგნში “მზე და ღრუბელი”