უცხოა ეს ცაც, ეს ვარსკვლავებიც,
ხალხიც უცხოა, მთვარეც და მიწაც…
თითქოს ყველაფერს უცვალეს სახე
და სიხარული მირაჟად იქცა.
ეს უშედეგო ფიქრებმა იცის,
გაცამტვერება ყველა სალბუნის…
გალობა მაინც შემომაშველეთ,
ო, ”აღსავალთა” სულის ფსალმუნი.
უცხოა ეს ცა…
2006 წ.
დაბ. მნათობში N1 2006 წ. და წიგნში “მზე და ღრუბელი”