ხარკი

რაღადროს ჩემი გაოცებაა?
დიდი ხანია სიკვდილთან დავრჩი,
ღრუბელი ისე მოიზლაზნება,
როგორც ტყის პირთან ბებერი მაჩვი.
გალეულია ბურუსი ოდნავ,
ცამ თითქოს სხივიც გამოაჩინა…
მე ვერ ვიგრძენი ამ სოფლის სითბო,
ახლა კი არა, მგონი მაშინაც:
როცა მზე ოქროს ჰამაკში სვამდა,
მავანს და მავანს ენთო თიბათვე,
მე რას მომკითხავ ჟამო გრძნეულო,
ხარკიც დაადე ისევ იმათვე.

 

2010 წ.

დაბ. ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” (N1. 2010 წ.)