ძლევა გალობისა, იცი, დიდებულ არს!
სული უნუგეშოდ აღარ გაიწირვის,
უკვე ცოდვა-მადლი სასწორს დადებულა,
აი, ხმები ლოცვის, აი, ხმები წირვის.
“მსხვერპლი ღვთისა არის ხმები შემუსვრილი”,
დიდება მამასა და ძესა, წმინდა სულსა,
უკვე დაუნთია ყველგან ფიჭა-ცვილი,
ქართვლის დედოფალსა, ლოცვად ცად ასულსა.
2010 წ.
დაბ. ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” (N1. 2010 წ.)