დაფენილია ოქრო მიწაზე,
მივდივარ, ფოთლის ჩურჩული მესმის,
აქედან ვიცი ძალზე შორია,
ადამიანთა შური და გესლი.
კვდება ფოთოლი, ლამაზად კვდება,
მიაქვს სექტემბრის სითბო და მადლი
და ჩემი ჩუმი სევდის ნაწილი,
სულ აღარ მახსოვს წვიმებით დაღლილს.
2010 წ.
დაბ. ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” (N1. 2010 წ.)