მერე რა, რომ ხაფანგია ცხოვრება?!

მომისმინე, გევედრები, მომისმინე,
წამწამებს ნუ დამისველებ ცრემლებით,
კარს დავკეტავ, იქნებ უცხო მოდის ვინმე…
ბოროტებას მე არასდროს ვნებდები.
          დამიჯერე, მერე რა რომ სულ არ გესმის?!
          მერე რა რომ, ხაფანგია ცხოვრება,
          ჩვენს მაგივრად ატირდება ჩემი ლექსი,
          სიხარულიც იმას ემახსოვრება.

 

2006 წ.

წიგნიდან “მზე და ღრუბელი” (2009)