ბეთჰოვენია,
შენ არ იფიქრო,
ერთ მოგონებას
მაინც შეგარჩენს,
უსმენ და თითქოს
ეთხოვებიან,
ეს ვარსკვლავები
სამყაროს გამჩენს.
სკდება და ისევ მთელდება გული,
გული სკდება და ისევ მთელდება,
თებერვლის ღამე ბრჭყვიალა ფიფქებს,
თითქოს აცეკვებს, ისე თენდება.
2001.
დაბეჭდილია ჟურნალში `ჩვენი მწერლობა~ და წიგნში `აკაციის ხეივანი~