წერილი ძმას

 „სული მიწუხს და ვიტანჯები“ 

ვან გოგი

 

ნახვამდის, თეო! -

ვამთავრებ წერილს,

სულში ბორგავენ ვნებები ჭრელი,

გამოჩნდა, მზეო!!!

ფერები მწველი,

მზესუმზირები თვალისმომჭრელი.

ნახვამდის, თეო!

ღამე მაწვალებს,

ქარიშხლიანი სული მქონია,

შენ ქრები დღეო,

როგორც ტალღაზე,

ხანდახან ქრება ხოლმე თოლია.


2002.

წიგნიდან `აკაციის ხეივანი~