საუბარი ბუსთან

როგორ არ მეტყვი, რომ მზე გაწვალებს

და დაღამებას ნამდვილად ელი,

შენც ხომ გაქვს ქვეყნად იმის უფლება,

რომ იყო ერთი ღამისმთეველი.


მოიწყინო და იფიქრო, გული

ენდობა ვინმეს ისევ თუ არა,

უვარსკვლავებო ღამეა გარეთ,

სტკივა შენი და ჩემი იარა.


2002.

Gგამოქვეყნებულია ჟურნალ `მნათობში~ და კრებულში `მზე და ღრუბელი~