ყინავს და არ თოვს, ზამთარი ასე,
უთოვლოდ უფრო ცუდი ყოფილა,
შორს,^დასაფრთხობად გავარდა ტყვია
მტაცებელთათვის ძველი თოფიდან.
შეშის ტკაცუნი ყოველ წუთს ისმის,
ცეცხლმოდებული ძველი ბუხრიდან,
მეზობელს ეტყვის მოხუცი კაცი _
ამბავს გიამბობ ახლა თუ გინდა.
1988
გამოქვეყნდა ჟურნალში `მნათობი~ და წიგნში `აკაციის ხეივანი~