ვერც შენ გაიგე, რაც მე გითხარი,
არ გსაყვედურობ, ეგ არაფერი,
ვითომ დამთავრდა ცუდად სიზმარი,
და სულ სხვა იყო სიზმრის მნახველიც.
გული თუ მტკივა, მერე რა უჭირს,
უნდა გეტკინოს გული ხანდახან,
დრო სუყველაფერს ფეხქვეშ გაიგდებს,
მოსპობს, აიკლებს, დაგლეჯს, გადახრავს...
მაგრამ ხომ იყო ნატვრის ხე ახლოს?!
შეიძლებოდა ჩიტის დაჭერა,
მე მეგონა რომ, შენს გულში სახლობს,
ჩემი ოცნების სხივი ამჯერად.
ცუდად ვიყავი, მერე რა უჭირს?
მე ხშირად მტკივა გული ისედაც.
წაიღოს წყალმა ჩემი სიზმარი,
ისიც წაიღოს, ვნახე ვისზედაც.
2001.
წიგნიდან `აკაციის ხეივანი~