***(მზის ბილიკები დაბინდულია)

მზის ბილიკები დაბინდულია,

ზეცა გამხდარა უცხო, 

ეს გული, ისევ შენი გულია,

მომლოდინე და უხმო... 


ებღაუჭები დღევანდელ სურვილს, 

ვით წვიმის წვეთი ფოთოლს, 

კარგს იზამს ქარი, ნაძვს თუ არ მოკვეთს, 

პაწაწინას და ობოლს... 


                       1992.

წიგნიდან `თოვლივით თეთრი მწუხარება~