მიყვარს ივლისში ტყე საბადურის,
გახშირდა სოკო ჩალისფერთავა,
წელში გამწყდარა ეს ნაკადული,
ღიმილიანი ქვევით ვერ ჩავა...
ცაო, დაუშვი წვიმა ზევიდან,
ღრუბელს უთხარი, მიწას უშველოს,
გადმოაშუქე, ერთი, მთებიდან,
დღესასწაული არ ღირს უშენოდ.
1994.
კრებულიდან `თოვლივით თეთრი მწუხარება~