ჩაიცვამს ყვითელ ხელთათმანს ჭალა
და ხელს გაუწვდის ოქტომბრის ქარებს,
ოქროსფერმტევნებაკიდებული,
გადმოასკდება აკიდო ბანებს.
ხედავ?! შენს თვალებს, თაფლისფერ თვალებს,
შემოდგომის მზე როგორ უხდება?!
ჯადოსნური თვე ვიდრე სულს დალევს,
სანამ ვარდს გული შეუწუხდება,
ჩვენ ვიზეიმოთ ეს ფოთოლცვენაც,
ჭრელი ფოთლების ტრიალ-ფრიალი,
მერე მე წავალ... ის დღე იქნება
ნაღვლიანი და თანაც მზიანი.
1988
კრებულიდან `თოვლივით თეთრი მწუხარება~