მე ზღაპრებით და რწმენით გამზარდეს,
აქეთ „წიქარა“, იქით „სიზმარა“...
მივდივარ შენგან, მე რომ მეგონა,
არ გყვარებივარ, რადგან იმგვარად.
უკვე ავუღე განსაცდელს ალღო,
მიჩვეული ვარ ტკივილის ზიდვას,
ვერცხლისფერ წვიმას ვეთამაშები,
უსიხარულოდ ჩამოსულს ციდან.
ვერ გამიგია ასეთი რა გჭირს,
კაცი მეგონე, თურმე ვინა ხარ?!
ძილიც დავკარგე, ვინ ჩივის სიცილს,
კარგი სიზმარიც აღარ მინახავს.
მე იმედით და რწმენით გამზარდეს
და სასთუმალთან მეჯდა „სიზმარა“...
მივდივარ შენგან, მე რომ მეგონა,
არ მყვარებიხარ, არც მე იმგვარად.
გამოქვეყნებულია ჟურნალ „ცისკარში“ 2015წ. N7