რა ვუყო ფიქრებს - მოწყენილ გვრიტებს,
ამ უძილობას, უიმედობას?
ხანდახან შიში ძაღლივით გიტევს,
მაინც ლოცულობ ხოლმე ბედობას.
ენკენისთვეა და ფრუტი წვიმა,
დგაფუნ-დგაფუნით მიწას ეცემა,
ძნელია, როცა სულშიაც გცივა
და გიწევს ბნელში ხელის ცეცება.
2011.
გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურ. "ჩვენი მწერლობა"