იჯდა ზოსიმე1 ივერიის ნათელ ლავრაში,
ხელნაწერ კრებულს უფლის სულის
მზერა ათბობდა;
ენთო სანთლები
და ყაყაჩოც სანთლებად ენთო;
ქარი ცელქობას ვერ ბედავდა ახლოს ათონთან.
ლოცვა ისმოდა,
შრიალებდა თალხი სამოსი,
ურჩი ეგონა ერთი ბერი მამა იაკობს,
ირიჟრაჟა და იქ არავის ეძინა მაინც;
მზის ერთი სხივი, იმ წუთიდან
ღამეს მიაპობს.
2011.
1. 1072-1077წწ ათონის მთაზე მოღვაწე "უღირსი ზოსიმე"
Gგამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურ. "ლიტერატურული პალიტრა"