შენ წყალთან ერთად სუნთქავ და ფიქრობ,
ვიწრო ქუჩები გვავსებს ხალისით,
რა უცნაურად მშვენიერი ხარ,
როგორ გიხდება ლურჯი მაისი.
ავად ხარ, მაგრამ არაფერს იმჩნევ,
თვალცრემლიანი არ იხედები,
"სან მარკოს" ვრცელი მოედნის ნაპირს,
შემოსჩვევია გუნდი მტრედების.
2006.
დაბეჭდილია წიგნში "მზე და ღრუბელი" 2009წ. და ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" #19. 2008წ.