მე მზეს ვეკუთვნი,
მოეფერეთ ამიტომ ბაღებს,
შენ ზღვას ეკუთვნი,
აი, გჩუქნი ცისფერ იალქანს.
ჩემი სამშობლოს მზისფერია
ატმის ბაღები,
ჰოდა, რამდენჯერ გაგაცინე,
როცა იავდრა.
მცხელა ძალიან,
თითქოს მეწვის ფეხისგულები...
მზემ მაბურთავა,
მერე დამსვა მთაზე გომბორის,
აი, ამიტომ ავიტანე მძიმე სიცივე,
აი, ამიტომ არ ავყევი ამბავს მოგონილს.
ხშირია, როცა წვიმის ღმერთი
სეტყვას დამაყრის,
არც ის არ მიკვირს - სიკეთის წილ
ძაღლებს მისევენ,
არ გაიცინო, ჩემი ძალა თილისმაშია,
იმ ერთი წუთით, მზის სხივებზე
როცა ვისვენებ.
2008.
გამოქვეყნებულია წიგნში "მზე და ღრუბელი" 2009წ. და ჟურნალში "ლიტერატურული პალიტრა" #9. 2008წ.