რადგან ცუდად მაქვს სიტყვა დაცდილი,
მე გეფერებით ჩუმად, უთქმელად,
ქარშიც და მზეშიც უკვე განცდილი,
ჩემო თელავ და ჩემო ურთხმელავ -
წარსულზე დარდი ალბათ ჩაივლის,
ძეძვის ტოტებზე ქარი ბანცალებს
და დაკაწრული ეკლით ყვავილი,
თითქოს სულიდან ამომაცალეს.
2002.
გამოქვეყნებულია წიგნში "აკაციის ხეივანი" 2002წ. და ჟურნალში "მნათობი"