შენ აქ ცხოვრობდი, პარიზს აჩუქე
ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარდა,
მე გამოვედი ახლა სახლიდან
და ჩამოვჯექი თითქოს სიზმართან.
საღამოვდება და შენი სახლის
ბაღში სიჩუმემ დაისადგურა,
გაუკრეჭიათ კოხტად ბუჩქები,
მაინც მოედო ეზოს სამყურა.
ქანდაკებები ისევ იქ დგანან,
სადაც გინდოდა, სადაც დატოვე,
ვზივარ და ჩიტის გალობას ვუსმენ,
სულ არ მწყინდება ეს სიმარტოვე.
ამ ქვებს აჩუქე, ამ ქანდაკებებს,
შენი სუნთქვა და სხეულის ძალა,
ეს ფიგურები ჰყვებიან ამბებს
და სიმორცხვეს და სიყალბეს კრძალავ.
2008.
დაბეჭდილია წიგნში "მზე და ღრუბელი" 2009წ.