წმინდა აბოს ფერფლის ბრწყინვალება

ვუძღვნი მამა ბესარიონს -

წმ. ნიკოლოზის ტაძრის დეკანოზს

შეკრთა ბოროტი,

დამარცხება ძლიერ ეძნელა,

ძრწოლამ შეიპყრო შავი ეშმა – 

ელოდა ნიშანს.

 

თვით უფლის ჯვრისთვის

წამებულის ფერფლი ანათებს

და ბრწყინავს მტკვარი, ყოველ ღამე...

აქ, აბოს ნიშთან.

 

2011.

 

წიგნი: "ქარიშხლის ტაში" და ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა"