წახემსება

ედგათ ბოღლიწო და ლუდიც ედგათ,

შამაიას და ტარანას ჭამდნენ,

- მიდი და ცივი წყალიც მოიტა...

ორი ნაბიჯი გვაშორებს ჭამდე.


ქართული ზეცა დასცქერის ტაბლას,

დამტვრეულ შოთებს, წითელ წიწაკებს,

შე უბედურო, ტყავსაც გაგაძრობ,

მამულს თუ კიდევ ერთხელ მიძაგებ.


2012.

 

გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" #15. 2011წ.