წუთისოფელო!

ცრუ ხარ სოფელო,
გავყევი ფიქრებს . . . ვსვამ ჩინურ ჩაის, მწამლავს წარსული,
ვაი, რომ შენთან ჭიდილი მიწევს,
რა უგულო ხარ და რა ავსული?!
ცრუ ხარ სოფელო, სხვასაც ხომ უთქვამს?
სიკეთეს თურმე კენჭის ფასი აქვს,
შენ რომელ გულქვას აღარ აუწყობ,
ხან ბედ-იღბალს და ხანაც პასეანსს?!
ცრუ ხარ სოფელო!
შენმა მსტოვრებმა, მაინც ვერ დასცეს ჩემი ქალაქი,
და უფლის ნებით, ტაძრის კუთხეში,
ყოველთვის მიცდის მცირე ალაგი.

 

2006 წ.

დაბ. მნათობში N1 2006 წ. და წიგნში “მზე და ღრუბელი”