* * * (იქნებ დამტოვოთ)

იქნებ დამტოვოთ,
ჩემს სიმარტოვეს,
სულ არ უხდება უცხოს თვალთვალი.
ო, რა სანდოა,
ღვთისმშობელივით,
ლექის ბწკარი და პურის თავთავი…
ეს შემოდგომაც ხომ მიილია,
მოიპარება ისევ ზამთარი,
წევს მთაწმინდაზე დიდი ილია,
საქართველოსთან ცამდე მართალი.

 

 

2002 წ.

დაბ. წიგნში “აკაციის ხეივანი” (2002 წ.) და ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” (N1. 2010 წ.)