ვუძღვნი ბიძის -
მინდია შენგელიას ხსოვნას
იქნებ იმიტომ ვიტირე,
მზემ რომ სხივები დახარა?!
გავინაწილოთ: ჩიტი - მე,
შენ - ეს ჭადარი ჭაღარა.
დამწიფებული მოცხარი,
აფახულებდა წამწამებს,
სიზმარში გნახე ცოცხალი,
ცხადში სიკვდილი დაგწამეს.
იქნებ იმიტომ ვიტირე,
მზემ რომ სხივები დახარა?!
გავინაწილოთ: ჩიტი _ მე,
შენ - ეს ჭადარი ჭაღარა.
2003.
გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურ. "მნათობი" 2004წ. 9/12