* * * (არასდროს არ გთხოვ არაფერს რადგან)

არასდროს არ გთხოვ არაფერს რადგან,
სულაც არავინ არ მედგა გვერდით,
მე საქართველოს თბილი მზე მათბობს,
ჩემი ლამაზი, მოწყალე ღმერთი.
ვერც მე შევძელი ამ ნაკადულის,
დაღმა კი არა, აღმა დინება,
სადა ხარ ახლა? თუ დავიღუპეთ,
მითხარი მაინც, მეცოდინება.

 

2010 წ.

დაბ. ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” (N1. 2010 წ.)