*** (ფარავნის ტბასთან)

ფარავნის ტბასთან, ფოკაში,

სალოცავია ერთი,

მოდი, ახლავე წავიდეთ,

`მოვინახულოთ~ ღმერთი...

მერე ხიხანში შევიდეთ,

მერე მაჩვენე სხალთა,

წითელი ყაყაჩოებით

ამავსებინე კალთა. 


                                   1996.


Gგამოქვეყნდა ჟურნალში `ცისკარი~ და პოეტურ საავტორო ყველა კრებულში.